ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 19 ოქტომბერს დაიწყება.
“სწავლა კომპანია “სოკართან” დაკავშირებული რეგულაციების გამო არ მოხერხდა. რეგულაციების გამო სამზარეულოები გარეთ გატანა უნდა მოხდეს, რომელიც დროში გაწელილი პროცესშია. ვეღარ მოესწრო მოკლე დროში ყველაფრით უზრუნველყოფა. ამჟამად, უნდა მოვამარაგოთ ბაღების სამზარეულოები თხევადი გაზით. ბაღებში სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება. ცენტრალური გათბობა ჩვეულებრივ იმუშავებს, ხელი არ შეეშლება გათბობის ჩართვას”, – აღნიშნა საუბრის დროს მაკა ჭყონიამ.