ამ წუთებში, ენმ-ს გურიის ლიდერები გამოცდების ცენტრის ოზურგეთიდან გადატანას აპროტესტებენ.
კახა ასკურავას თქმით, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც აკნინებს განათლების რეფორმას.
“მივმართავთ განათლების სამინისტროს, მისცენ გურიის ბავშვებს ოზურგეთში ჩაბარების საშუალება, რადგან ეს იყო განათლების სამინისტროს ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა. უამრავი სოციალურად დაუცველი აბიტურიენტი ცხოვრობს გურიაში, მათ გაუჭირდებათ გამოცდების ჩასაბარებლად სხვა ქალაქში წასვლა. მივმართავთ ხელისუფლებას, არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება!”
ამ წუთებში ენმ-ს ლიდერები ბრიფინგს მართავენ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის წინ, სადაც გურიაში ერთიანი ეროვნული საგამოცდო ცენტრი იყო.