ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხს იხილავენ. საჯარო მოხელეებს ხელფასები ეზრდებათ. აღნიშულთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სავიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი საუბრობს.
ხელფასები ეზრდებათ, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებსაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალებმა“ პროტესტი გამოთქვეს. ბესო ქათამაძის თქმით, ისინი მხარს არ უჭერენ პროექტს, რის მიხედვითაც თანამდებობის პირებს ხელფასები უნდა გაეზარდოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ისინი ვალდებული არიან როგორც მერიის, ასევე, საკრებულოს თანამდებობის პირებზე საშტატო ნუსხა დაამტკიცონ.
ხალხზე უნდა ვიზრუნოთ! ხალხი ნაგავში იქექება, საჭმელი არ აქვთ, თქვენ კი ხელფასებს იზრდით, _ თქვა ქათამაძემ.
_ თქვენ წაგართვით რამე? _ მიმართა ქათამაძეს დეპუტატმა გოჩა კილაძემ.
_ არ მოგცათ მერმა პრემია და ხელფასებს ითხოვთ, _ უპასუხა ქათამაძემ.
_ ვინ კითხავს მერს პრემიების დარიგებას?! _ თქვა კილაძემ.
_ მაიმუმი კაცი ხარ, _ მიმართა კილაძემ ქათამაძეს.
_ მაიმუნიც ხარ და უზრდელიც, _ უმალვე უპასუხა ქათამაძემ.
„ნაციონალებსა“ და „ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა.
დამოუკიდებელმა დეპუტატი მაია ზოიძე დაინტერესდა თუ თანამდებობის პირებს ეზდებათ ხელფასი, რატომ არ გაიზარდა თანაშემწის ხელფასი?
“ამ კანონს მიხედვით, მათ უფლება აღარ ექნებათ მიიღონ პრემია-დანამატი. ყველამ ვიცით, უამრავი სოციალურად გაჭირვებულია.
ამ კანონის მიღება-არმიღებით მაინც ვერ შევცვლით ვერაფერს, ამიტომ მივიღოთ”, _ მიმართა დეპუტატებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა.
აღნიშნულ პროექტს „ნაციონალი“ დეპუტატების გარდა მხარი ყველა დეპუტატმა დაუჭირა და ჩინოვნიკებს ხელფასები მოემატათ.