ქალაქ ოზურგეთში, ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ “პროგრესის სახლის” ორგანიზებით, მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოფენა/ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობებისა და მათი გავლენით მიღებული პოზიტიური ცვლილების წარმოჩენა. შეხვედრაზე, მოქალაქეები გაეცნენ გურიაში მოქმედი ორგანიზაციების გახორციელებულ და მიმდინარე საქმიანობებსა და სერვისებს.
გამოფენაში მონაწილეობდა გურიის სამოქალაქო საზოგადოების ათი ორგანიზაცია:
„ჩვენი შვილები“; „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“; „ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“; „გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი“; „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“; „ფენიქსი 2009“; „ევროკლუბი“; „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“; „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრა პირველია რეგიონში და მსგავსი ღონისძიება 2019 წელსაც არის დაგეგმილი.