ოზურგეთში, “ქართული ოცნება” ბეგლარ სიორიძის გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ მეტად დაძაბული ვითარებაა _ კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები „ქართულ ოცნებას“ გაყალბებაში ადანაშაულებენ. მათ გზა გადაუკეტეს “ოცნების” ავტომანქანას, რომელშიც ნინი ქარსელაძე და ხათუნა ჟორდანია ისხდნენ. მანქანის გაშვება მხოლოდ პატრულის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.