გუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს.
მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს.
ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.