ქალაქის ცენტრში, ახალაშენებულ შენობაში, რომელშიც საფინანსო ორგანიზაცია “კრედო“ შევიდა, დაჯარიმდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის შალვა გაბრიჩიძის ინფორმაციით, დაჯარიმდა მშენებელი. მისივე თქმით, პროექტში იყო სხვადასხვა დარღვევა, რის გამოც 500-ლარიანი ჯარიმა გამოიწერა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაწუნებული იქნა შენობის ფერიც, რასაც ქალაქში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
“მარტო ფერზე არ არის საქმე, როგორც გითხარით, პროექტში იყო დარღვევები. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს პირველადი ფერია და გადაიღებება“, _ თქვა შალვა გაბრიჩიძემ.
მკითხველებს შევახსენებთ ეს ის ადგილია, სადაც ადრე ბილბორდი იყო ილიას უკვდავი სიტყვებით _ „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება”.