ხანძარია ოზურგეთში, დაბა ლაითურში, სადაც რამდენიმე საათია ხე_ბუჩქნარი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო_სამაშველო ბრიგადები, პოლიცია.
ამ დროის მონაცემებით დამწვარია 20 ჰექტარზე მეტი ტყე.
ხანძრის ნაწილი უკვე ჩანქრალია, თუმცა, მთავარი კერა, რომელიც საკმაოდ მიუდგომელ ადგილზეა, ისევ იწვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ვეტრნფრენი ჩაერთვება, რომელსაც ადგილზე უკვე ელოდებიან.