ოზურგეთის ტერიტორიული ერთეულების სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისი“ დააფუძნა. გარემონტდა საოფისე ოთახები და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების, საჭირო ტექნიკით აჭღურვილი ლაბორატორია. შპს „სატისი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს. ჩამოყალიბების დღიდან “სატისმა” ამ დრომდე სხვადასხვა სოფელში 9 პროექტი განახორციელა. წყალმომარაგების კომპანიის გახსნას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და გამგებლის მოადგილეები დაესწრნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის დავით ცერცვაძისგან შპს „სატისის“ მიერ გახორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
“აქამდე ოზურგეთს არ ჰქონდა სასმელი წყლის ლაბორატორულ შემოწმების საშუალება. გაჩნდა ამის აუცილებლობა და შეიქმნა კომპანია, რომელიც სარგებელს მოუტანს, როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე, რეგიონს”, _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.”
მუნიციპალიტეტმა, საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოეყალიბებინა წყლის კომპანია, რომელიც ადგილობრივი სოფლების ხარისხიანი სასმელის წყლით უზრუნველყოფაზე იქნება პასუხისმგებელი. მის ბალანსზე არსებობს 5 ერთეული წყლის მაგისტრალი. ჯერჯერობით, შპს ოპერირებს მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა ძალიან მალე ის თავისი საქმიანობით მთლიანად რეგიონს მოიცავს,“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა. შპს „სატისში“ 27 თანამშრომელია დასაქმებული. (R)