ოზურგეთში, მრავალშვილიან დედას, რომელიც უპირბადოდ ქუჩაში გამოსვლისთვის ოთხი თვის წინ დააჯარიმეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ჯარიმა დროულად ვერ გადაიხადა.
_ვერ გადავიხადე. 5 შვილი მყავს. კი ვტყუოდი, ქუჩაში არ მეკეთა პირბადე. ჩქარა დავდივარ სულ. ჰაერი ხომ უნდა ვისუნთქო. ყველა ერთნაირად ვერ იტანს ამ პირბადეს. დამაჯარიმეს ოზურგეთსი, ერთ-ერთ ქუჩაზე. უცებ ვერ გადავიხადე. ამასობაში გავიდა ოთხი თვე. კურიერმა მომაკითხა სახლში. წამოვედი ოზურგეთის საპატრულო პოლიციაში, საიდანაც იუსტიციის სახლში გამიშვეს. იქ გადავიხადე 61 ლარი. მითხრეს, სულ 80 ლარიაო. 19 ლარი მომაკლეს. არ ვიცი, ალბათ, ხუთშვილიანი რომ ვარ, სოციალურად დაუცველი, ამიტომ გამიწიეს შეღავათი. 20 ლარის ნაცვლად ამდენი თანხის გადახდა მომიწია, _ გვითხრა ქალბატონმა მარინა კაპანაძემ.
მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა ისიც, რომ მისი მაგალითი სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, დაიცვან რეგულაციები, თორემ საბოლოოდ მაინც მოქალაქე რჩება დაზარალებული.