ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, ე.წ. “ჭადრების ბაღში“ ვალენტინობის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიება იმართება, რომლის ორგანიზატორები “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო “ და “ევროკლუბი“ არიან.
“დღეს არის ვალენტინობა და გადავწყვიტეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში ჩაგვეტარებინა ღონისძიება. დღევანდელი ღონისძიების მთავარი მიზანი არის სიყვარულის გავრცელება. ყოველდღე უნდა ვავრცელებდეთ სიყვარულს გავრცელება, მაგრამ ეს ასე არ არის. გვიყვარდეს ერთმანეთი _ ეს არის ცხოვრებაში მთავარი“, _ გვითხრა “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ წევრმა თეონა სადრაძემ.