ოზურგეთში ვულკანიზაციის თანამშრომელს საბურავი აუფეთქდა – გარდაცვლილია 60 წლის კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
არსებული ცნობით, საბურავს რკინის რგოლი ამოვარდა, რაც კაცს მოხვდა და შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისმობს, რამაც ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.