„გილოცავთ! გამარჯვებისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს მოხდა გუშინ და გუშინ წინ. ახლა ყველანი ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან ამ მთავრობისგან ბევრი ტყუილი გვაქვს მოსმენილი.
ესენი გადამგდები არიან, არ არიან სიტყვის ხალხი. გუშინ, მათ დასაჯეს საქართველოს ახალგაზრდობა, რადგან მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა. დარწმუნდნენ, რომ თურმე, სამშობლოს სიყვარული ძალიან ძლიერი ყოფილა, რომელიც მათთვის ცოტათი გაუგებარია. ეს კანონი უკვე რომ ყოფილიყო მიღებული, დღეს ყველა ჩვენგანის სახლში, შეეძლოთ მოსულიყვნენ და დავეპატიმრებინეთ.
საქართველოს დიდი უმრავლესობა საზღვარგარეთ არის წასული, იმისათვის, რომ იმუშაონ და იქიდან თანხა გადმოურიცხონ საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომაც, ამათ თვალში თქვენ იქნებოდით აგენტები, უცხოეთიდან დაფინანსებული აგენტები. ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, რომ ამაზე უარი ვათქმევინეთ, მაგრამ სანამ წერტილი არ დაესმება ამ ყველაფერს ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყოველთვის უნდა გამოვიდეთ, როცა საჭირო იქნება და გავაპროტესტოთ. მინდა, ბიძინა ივანიშვილს გავაგონოთ, საქართველო ვისია. ვისია საქართველო? – ჩვენი!“, – განაცხადა აქციაზე პაატა ბურჭულაძემ.