დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას აქტიურობისთვის და ვაქცინის გაკეთებისთვის.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას. იმ ადამიანებს, ვინც ვაქცინაციის მსურველი არიან. ვისურვებდი, რომ ჩვენი შესაძლებლობები დაწეოდეს ჩვენს სურვილებს. დიდი იმედი მაქვს, ზაფხულისთვის ჩვენი შესაძლებლობები ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნებს დაეწევა.
სიმართლე გითხრათ, მე მართლა მიხარია, რომ ასეთი დიდი მოთხოვნაა ვაქცინებზე. მეტი რა მინდა შემიძლია ვთქვა – მადლობა საქართველოს მოსახლეობას ასეთი მაღალი შეგნებისათვის. ჩვენ რომ ვიცრებით, ამით მხოლოდ ჩვენ თავს ხომ არ ვიცავთ. პირველ რიგში, ამ აცრით ვიცავთ ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.