დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების შესახებ საუბრობს.
იმნაძის განცხადებით, შეიძლება ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს, რაც დამატებითი საწოლების მობილიზების აუცილებლობას გამოიწვევს.
„ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. ჯანდაცვის სისტემა მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. თუ კვლავ მოიმატებს ავადმყოფების რაოდენობა, როგორც ზაფხულში გახდა საჭირო დამატებითი საწოლების მობილიზება ე.წ. საველე ჰოსპიტლების სახის, კვლავაც გახდეს საჭირო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.