დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძის განცხადებით, მთავარი დღეს კორონავირუსთან ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განახცადა.
„კიდევ ერთხელ კარგად უნდა ავუხსნათ ხალხს და მოვუწოდოთ, რომ მთავარი დღეს ამ დაავადებასთან ბრძოლაში არის სოციალური დისტანცირება. უნდა გავწყვიტოთ კავშირები ერთმანეთთან. თუნდაც ახლა, ჟურნალისტები რომ ჩემთან ასე ახლოს ხართ, არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. გარდა ამისა, ჩემამდე ამ მიკროფონებთან ამირან გამყრელიძე საუბრობდა, ახლა მე ვლაპარაკობ, დეზინფექცია კი მათ არ ჩატარებია. მივეჩვევით ყველანი სოციალური დისტანცირების წესებს, ერთ დღეში ამის გაკეთება რთულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.