დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, აუცილებლად უნდა ავიცრათ.
“სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. “დელტას” შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს”, _ ამბობს იმნაძე.