პაატა იმნაძე საქართველოს პირველი მოქალაქე იქნება, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ცნობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ინფექციურ საავადმყოფოში დილის 9 საათზე, პირდაპირ ეთერში აიცრება.