„რუსთავი 2″ -ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რუსთავი 2″-ში შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამჟამად განხილვის რეჟიმი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, გუშინ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. გუშინ “რუსთავი 2” “კურიერის” შემადგენლობის თითქმის მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ეთერში “კურიერის” არც ერთი გამოშვება არ გასულა.