ამ წუთებში პაატა სალიამ რუსთავი 2-ს შენობა დატოვა.
მან განაცხადა, რომ შეხვდა ნიკა გვარამიას.
სალიას თქმით, გვარამიამ გააკეთა გარკვეული პოლიტიკური განცხადებები.
მათი მთავარი მოთხოვნაა კონტრაქტები. ნანუკა ჟორჟოლიანის მოთხოვნა იყო კონტრაქტები, რომ მათ არავინ შეეხოს.
ჯერ უნდა გავეცნოთ, რა სახის კონტრაქტებია ამ ადამიანებთან გაფორმებული და შემდგომ ამ კონტრაქტების გაგრძელებაზე, დამატებით გარანტიებზე და ვისაუბროთ, _ განაცხადა სალიამ.

































































