რამდენიმე წუთის წინ, ინგლისური პრემიერშიფის გუნდ, Wasps-ის ოფოციალურმა საიტმა დაადასტურა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, ლაშა ჯაიანის ტრანსფერი.
“უოპსპსი” ინგლისის პრემიერშიპის გასული სეზონის ფინალისტია, წლევანდელ გათამაშებაში კი 5 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, ზურაბ ჟვანია იცავს.
აღშანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლაშასთვის ინგლისური რაგბი უცხო არა არის. ის რამდენიმე სეზონი „ექსეტერის“ უნივერსიტეტში თამაშობდა. ამრიგად, ინგლისში მოთამაშე 4 ჩვენებური გვეყოლება. (შალვა მამუკაშვილი – „ლესტერ ტაიგერსი“, გიორგი კვესელაძე – „გლოსტერი“, ზურაბ ჟვანია, ლაშა ჯაიანი – „უოსპსი“).