პაკისტანში მოსახლეობას სთხოვენ, ნაკლები ჩაი დალიონ.
როგორც BBC იუწყება, დაგეგმვის, განვითარებისა და რეფორმების სამინისტროში აცხადებენ, დღეში ნაკლები ფინჯანი ჩაის დალევა შეამცირებს პაკისტანის იმპორტის მაღალ გადასახადებს.
გარდა ამისა, მინისტრ აჰსან იქბალის განცხადებით, ბიზნეს მოვაჭრეებს შეუძლიათ ჯიხურების დახურვა 20:30 საათზე ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით.
ცნობისთვის, პაკისტანი ჩაის მსოფლიოში უმსხვილესი იმპორტიორია, რომელმაც შარშან 600 მილიონ დოლარზე მეტი (501 მილიონი ფუნტი) შეისყიდა.
ჩაის დალევის შემცირების მოთხოვნა სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და ბევრს ეჭვი ეპარება, რომ ქვეყნის სერიოზული ფინანსური პრობლემები შეიძლება გადაიჭრას კოფეინიანი სასმელის დალევის შემცირებით.