პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი და 12 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 12 დაშავდა, დამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
როგორც არმიის ოფიცერმა განაცხადა, თვითმფრინავი შენობას დაეჯახა და სტრუქტურა მთლიანად დაინგრა, თუმცა, ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე ცეცხლი ეკიდა.