პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე რაიონში მომხდარ თავდასხმებს უსაფრთხოების 20 თანამშრომელი და სამი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანის „თალიბანმა“, იგივე „ტეჰრიკ-ე-თალიბანმა“. ამის შესახებ ავღანური მედია ავრცელებს.
თავდასხმები, რომელთა შორის თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის სასწავლო სკოლაში თავი აიფეთქა, 10 ოქტომბერს ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში განხორციელდა.






























































