პაკისტანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას apnews ავრცელებს.
პაკისტანის სამხედრო ძალების ცნობით, რაკეტას 450 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვს.
პაკისტანის სამხედრო ძალების განცხადებით, აბდალის იარაღის სისტემის გაშვების მიზანი იყო „ჯარების ოპერატიული მზადყოფნის უზრუნველყოფა და ძირითადი ტექნიკური პარამეტრების“ შემოწმება, მათ შორის რაკეტის მოწინავე ნავიგაციის სისტემისა და გაუმჯობესებული მანევრირების მახასიათებლების.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით ინდოეთს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ცნობისთვის, პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია გასულ თვეში სადავო ქაშმირის რეგიონში ტურისტებზე თავდასხმის გამო.






























































