სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბიჭი, ემსხვერპლა ჩრდილოეთ პაკისტანში ზვავს. დაშავებულია კიდევ 25 ადამიანი და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
სამაშველო ჯგუფები ტერიტორიის შორეულ მდებარეობისა და რთული რელიეფის გამო სირთულეების წინაშე დგანან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ჯგუფმა გადალახა მთიანი ტერიტორია შუნტერის უღელტეხილზე თხის ფარასთან ერთად.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულების გამო და თქვა, რომ კლიმატის ცვლილების გამო ზვავსაშიშროების მსგავსი ინციდენტები მატულობს.
“კლიმატის ცვლილების შედეგების გამო, ასეთი ინციდენტები იზრდება პაკისტანში. მთელმა მსოფლიომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები და დაიცვას განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა პაკისტანი ამ მავნე ზემოქმედებისგან”,_ განაცხადა პრემიერმა.
ამ უზარმაზარი მყინვარებიდან ზოგიერთი უკვე დნება კლიმატის ცვლილების გამო და ქმნის 3000-ზე მეტ ტბას. გასულ წელს ქვეყანამ დამანგრეველი წყალდიდობა ნახა, რომელსაც 1700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.