როგორ გაჩნდა სიცოცხლე?
მიუხედავად უამრავი თეორიისა, ზუსტად მაინც არ იციან. ძირითადად, ემხრობიან ორ ფაქტს: ბიბლიურს (ღმერთმა შექმნა) ან მეცნიერულს (დიდი აფეთქება).
რა არის შავი ხვრელი?
ძალიან საშიში და ამავდროულად საინტერესო. შავ ხვრელს აქვს სუპერ ენერგია. მისი სიმკვრივე ძალიან დიდია. ის შთანქავს ყველაფერს რაც წინ გადაეღობება, თუმცა დედამიწისგან ძალზედ შორსაა.
არიან თუ არა უცხოპლანეტელები?
ამას მეცნიერები ვერ პასუხობენ. არსებობს უამრავი თეორია. ხომ შესაძლებელია იყვნენ?
რა არის გრავიტაცია?
დედამიწის გრავიტაცია აკავებს ყველაფერს, რაც დედამიწაზეა, მთვარის გრავიტაცია უზრუნველყოფს მიქცევ-მოქცევას, ხოლო მზის გრავიტაციის წყალობით ვართ იმ ორბიტაზე სადაც ახლა. მაგრამ საიდან წარმოიშვა გრავიტაცია?
რატომ გვძინავს?
მიუხედავად იმისა, რომ ძილი საჭიროა და თანაც აუცილებლობას წარმოადგენს, დღემდე ვერ დაადგინეს თუ რატომ გვინდება.