იურისტი შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში “ნაციონალური მოძრაობის ხელი ურევია”:
“სტრასბურგის სასამართლო უსწრაფესად იღებს ასეთი ტიპის (39-ე მუხლი) გადაწყვეტლებას და ფაქსით, სასწრაფოდ უგზავნის სახელმწიფოს, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა სამოქალაქო საქმეზე.
თორემ სისხლის სამართლის საქმეზე, წამების ფაქტებზე, ნაცების დროს უამრავი ასეთი დოკუმენტი აქვს სტრასბურგს გამოტანილი. ნიმუშს დავდებ თუ ვინმეს გაინტერესებთ.
ფაქტია ნაცებმა სტრასბურგში მაგრად იმუშავეს ამ 24 საათში, მაგრამ ეს არ და ვერ ცვლის უზენაესის გადაწყვეტილებას.” _წერს ხაჭაპურიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ რომ სტრასბურგის სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე 8 მარტამდე შეაჩერა. ამ დროში ‘რუსთავი 2’-ის ადვოკატებმა დამატებითი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.
შესაგებელის წარდგენა მოუწევს იუსტიციის სამინისტროსაც, სადაც რამდენიმე წუთში თეა წულუკიანი საგანგებო ბრიფინგს გამართავს.