როგორც “გურია ნიუსს” მოქალაქეები ატყობინებენ, დაბა ჩოხატაურის ცენტრში, პალმაზე ასულ კატას დახმარება სჭირდება: „დიდი ხანია პალმაზეა და ვერ ჩამოდის. იქნებ ვინმეს მიაწვდინოთ ხმა, რომ დაეხმაროს“, _ გვითხრეს მოქალქეებმა
112_ში გვითხრეს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, რადგან მათ მხოლოდ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ტელეფონის ნომერი აქვთ და ასეთ დროს მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მივმართოთ.
ჩოხატაურის მერიას მსგავსი სამსახური არ გააჩნია, თუმცა “გურია ნიუსმა” გამოსავალს მიაგნო _ ჩვენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსს, მიშა ფეიქრიშვილს დავუკავშორდიდ და დახმარება ვთხოვეთ.
რამდენიმე წუთის წინ ფეიქრიშვილმა შეგვატყობინა, რომ კატას, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს, სამაშველო სამსახური ხიდან მალე ჩამოიყვანს.