ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Covid-19-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.
“პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები კორონავირუსთან და ბევრს ვმუშაობთ ამაზე. თუ ამჩნევთ, ნიღბებს არავინ ატარებს. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის იცვლება”,_ განაცხადა ბაიდენმა.