ndtv– ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კიდევ ერთი პანდემია გარდაუვალია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრაზე საუბრისას მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგი გლობალური ჯანდაცვის კრიზისი შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს.
“კოვიდ19-ის პანდემია შესაძლოა ახლა შორეულ მოგონებად გეჩვენებათ, რომელიც კონფლიქტმა და გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა შეფერხებებმა გადაფარეს, თუმცა მომდევნო პანდემია სიტუაციის ჩაწყნარებას არ დაელოდება. კიდევ ერთი პანდემია, შესაძლოა, 20 ან მეტი წლის შემდეგ მოხდეს, ან ხვალვე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის მოხდება და მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა გებრეისუსმა.
ჯანმოს დირექტორმა შეხვედრაზე ორგანიზაციის “პანდემიის შეთანხმების” დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ჯანმოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს ხელს არ შეუშლის: “პირიქით, ის გააძლიერებს ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო რეაგირებას”.
“ნახეთ, რა გამოიწვია კოვიდპანდემიამ. ოფიციალურად 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს რიცხვი 20 მილიონს აღწევს გლობალურად. ადამიანური დანაკლისის გარდა, პანდემიამ გლობალური ეკონომიკიდან $10 ტრილიონი გააქრო”, – აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
































































