https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რას ვაკეთებთ არასწორად ტურიზმის სფეროში“ _ ნატალია ბახტაძე

13:11; 12.11.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორონავირუსის პანდემიამ, ყველა სფეროს, მათ შორის ტურიზმის განვითარებაც ორ ეტაპად დაყო – პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ.

2019 წელს საქართველოში 9,4 მლნ-მდე ადამიანი შემოვიდა, რამაც ქვეყანას 3.3 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამ დროს ტურიზმის სფეროში უკვე 150 000 ადამიანი იყო დასაქმებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, წელს, იანვარში, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები შარშანდელთან შედარებით 19.8 %-ით იყო გაზრდილი. ტურისტების რაოდენობამ მარტში 62.3%-ით იკლო, აპრილში კი – 95.5%-ით.

პანდემიით გამოწვეული ცვლილებები, საზღვრების ჩაკეტვა, შეზღუდვები, გლობალურად აისახა ტურიზმზე, საქართველოს ეკონომიკის ეს მზარდი სექტორი კი მოულოდნელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ გაზაფხულზე შემუშავდა, ტურიზმის სფეროს დახმარებასაც ითვალისწინებდა. მასში შედიოდა ტურისტული ინდუსტრიისთვის ქონების გადასახადის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და გადავადება, სასტუმროების სესხების სუბსიდირება და ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა.

გურია, რომელიც სწორედ პანდემიამდე იწყებდა ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, რთულ ეკონომიკურ ვითარებაში აღმოჩნდა. 2019 წელს საქართველოს მონახულებული რეგიონებიდან 3.1 % სწორედ გურიის წილი იყო. დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სასტუმროებში მოწყობილი 706 საკარანტინო სივრციდან, 75 გურიაშია, თუმცა, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა ან შეწყვიტა, რადგან ვერც სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმით ისარგებლა და ვერც საკუთარი სახსრებით შეძლო ბიზნესის შენახვა.

როგორ ვითარდებოდა გურია, როგორც ტურისტული ზონა, რა მოუტანა პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა და როგორია უახლოესი პროგნოზი – ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელს, ნატალია ბახტაძეს ესაუბრა.


_ თუ შეგიძლიათ, შეაფასოთ, განვითარების რა ეტაპზე იყო გურიაში ტურიზმი პანდემიამდე და რა შეცვალა კორონავირუსმა?

_ მე გურიის განვითარების გეგმებზე პირადად არ მიმუშავია, თუმცა წაკითხულიც მაქვს და გურიაში არაერთი ტრენინგიც ჩაგვიტარებია. რესურსების კუთხით, კოვიდამდეც და კოვიდის შემდეგაც, გურიაში სწორად რომ ყოფილიყო განვითარებული ტურიზმი, მასზე დიდად არ იმოქმედებდა ეპიდსიტუაცია. როგორი ტიპის ტურიზმია გურიაში? –  წერტილოვანი კონცენტრაცია გარკვეულ ადგილებში, რაშიც მოიაზრება ურეკი და შეკვეთილი, ზღვის ნაწილი. მეორე კი არის ბახმარო. ახლახან დაიწყო აქცენტების გაკეთება ბახმაროზე, თუმცა ვიტყვი, რომ არ არის სახარბიელო სტარტი. ურეკისა და შეკვეთილის მსგავსად, აქაც ეგრევე დაიწყო მასიურ ტურიზმზე ორიენტირება. 

დანარჩენი, რაც ყველაზე საინტერესოა გურიაში, ეს არის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ-კულტურული მიქსი, რომელიც ბოლო ათი წელია ტრენდი გახდა ტურიზმში. გურიის თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს საინტერესო ტრადიციები, რომლებსაც თუ წინ წამოვწევთ, ეს რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გახდება. ჩაის კულტურიდან, მართალია, შემოტანილია და გვიანდელია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, ასევე, ტრადიციებიდან, თქმულებებიდან, კოლორიტებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რესურსი აქვს გურიას: თუნდაც ,,ლელობურთი“, რომელიც გურიიდან მოდის, და რაგბი, რომელსაც ყველა ასე ვეთაყვანებით, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ შუხუთში დღემდე შემორჩენილია  ტრადიცია _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ყოველ აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო შეჯიბრი ლელობურთი იმართება, რომელშიც შუხუთის ორი უბანი _ „ზემოურები“ და „ქვემოურები“ მონაწილეობენ.


ასევეა,  კალანდობა, რომელიც ძალიან საინტერესოა. როგორ ცხვებოდა, გურული ღვეზელი, რომელსაც ყველა ასე ვუწოდებთ, თუმცა, სინამდვილეში საშობაო ღვეზელი  ჰქვია. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელიც შეიძლება მიმზიდველი  გახდეს. ღვინის კუთხით, გურია ცნობილი იყო თავისი მრავალფეროვნებით, მერე კი გადააჯიშეს „ადესას“ გამო, მაგრამ  მაინც შეიძლება ამის აღდგენა. ღვინის ისტორიაში ღრმად თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ მთელ აჭარაში ან გურული ქვევრებია ან ანატოლიიდანაა ჩამოტანილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გურიაში მეღვინეობა კარგად იყო განვითარებული.

ვთქვათ ისიც, რაც  არ უნდა ყოფილიყო და არ უნდა განვითარებულიყო ისე, როგორც არის. მაგალითად, გომის მთა, რომელიც არის აბსოლუტური რეგრესი იმ მოსახლეობისა და იმ ტერიტორიისთვის, სრულიად მოწყვეტილი ტრადიციებს. უბრალოდ არის ადგილი, რომელიც გახდა პოპულარული. მიდის ხალხი ანაგვიანებს და მოდის. ტურიზმმა რა სარგებელიც უნდა მოუტანოს ადგილობრივებს, ეს შედეგი არ არის.

_ დღეს რამდენად ვითარდება ეკოტურიზმი ამ რეგიონში?


_ ეკოტურიზმი, ზოგადად, ახლა იწყებს საქართველოში განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ მე წარმოვადგენ ორგანიზაციას, რომელიც 2012 წლიდან ამ მიმართულებით მუშაობს. ეკოტურიზმს აქვს სამი ძირითადი ნაწილი: პირველი არის კონსერვაცია, იქნება ეს კულტურული თუ ბუნებრივი  ფენომენების, მეორე – ადგილობრივი თემი და მასზე დაფუძნებული საქმიანობები, ანუ სარგებელი უნდა ჰქონდეს ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო მესამე, ეს არის სწორი ინტერპრეტაცია. იგივე გურია რომ ავიღოთ,  იგივე განათლების დონე რაც იქ იყო, განვითარების დონე, როგორც  იყო განვითარებული მსუბუქი მრეწველობა, თუნდაც აბრეშუმის, ეს ყველაფერი დაკარგულია. ახლა დადიან და აღმოჩენებს აკეთებენ გურიის სხვადასხვა სოფელში, მაგრამ არც ერთის ინტერპრეტაცია არ არის სწორი. ჩვენ რეალურად არ ვახდენთ იმის ტურისტულად შეფუთვას,  რა იყო გურია. მარტო ბუნებაში მოგზაურობა არ არის ეკოტურიზმი, ეკოტურიზმი არის ახლო კომუნიკაცია თემთან და თემზე მიმაგრებული ღირებულებებთან. 

კი, გადადგმულია რაღაც კონკრეტული ნაბიჯები ტრადიციებისა და კულტურის აღსადგენად, მაგრამ ეს არის ერთეულები. გურია ცნობილი იყო დოღით,  თუმცა საცხენოსნო  ტურები ძალიან ცოტაა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ გვაქვს ბმა ტრადიციასთან.  კვლევის შედეგებით, საქართველო ჯომარდობის გასავითარებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თავისი მდინარეების გამო. ასეთ მდინარეებში შედის სუფსა და ბჟუჟი. თუმცა, ამ სფეროს არანაირი ხელშეწყობა არ აქვს და არც დაინტერესებაა. ავიღოთ თუნდაც ჩიჩილაკი, რომელიც გურიაში ძალიან მნიშვნელოვანი რიტუალის ნაწილი იყო, მაგრამ ამასაც არსად ვყვებით და არ ვუწევთ პოპულარიზაციას.  უამრავი რესურსია გურიაში, ერთეულებს  ეს წინ აქვთ  წამოწეული, მაგრამ ძირითადი ტენდენცია მაინც აყოლილია არასწორ  განვითარებას, ისეთს, როგორიც გაურკვეველი ნაგებობებით და ბეტონის ჯუნგლებით კურორტების გაფუჭებაა. 

_ 2020 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა. რამდენად ეფექტური იყო ეს დახმარება?

_ მე არ მივიჩნევ, რომ ეფექტური იყო. ანტიკრიზისული გეგმით მოხდა რეაგირება უშუალოდ გამოვლენილ პრობლემებზე და ძირეული პრობლემები, რაც უკვე იყო ტურიზმში, იმის მოგვარებაზე აღარ გაკეთდა აქცენტი. ახლა, როგორც ამბობენ, 65მლ. დაიხარჯა სასტუმროებში საკარანტინო ზონებზე. ჩემი აზრით, ეს საერთოდ  გადაყრილი ფულია, რომლითაც შეგვეძლო, მოგვეგვარებინა სერიოზული პრობლემები და ამით დავხმარებოდით კერძო სექტორს გადარჩენაში. ჩემი ვარაუდით, მინიმუმ 40-50% მცირე და საშუალო მეწარმეებისა უარს იტყვის ტურიზმზე, ან უბრალოდ, აღარ ექნებათ ფინანსური საშუალება, დაიწყონ ტურისტული საქმიანობა მომავალში. გურიაში, როგორც  ბევრ სხვა რეგიონში, იყო ასეთი ბიზნესგათვლა – დაიხარჯნენ ბოლომდე იმ გათვლით, რომ ჩამოვიდოდნენ ტურისტები და შედგებოდა ტურისტული სეზონი, რომელიც არ დადგა. არ დადგა არც გაზაფხულის, არც ზაფხულის, როგორც ჩანს არც ზამთრის და მომავალი გაზაფხულიც, როგორც ვხედავ, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ჩემი აზრით,  ჩაკეტილობის პერიოდში ჯობდა კონცენტრაცია მოგვეხდინა პრობლემის გრძელვადიან გადაჭრაზე და არა მოკლე რეაგირებებზე.

_ თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო თავიდანვე შეზღუდვების დაწესება, საზღვრების  ერთიანად ჩაკეტვა და შემდეგ, ზუსტად ტურისტულ სეზონზე, თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნა?

_ ერთიანად საზღვრები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანმა ტურისტულმა ქვეყანამ ჩაკეტა, რადგან პირველ რიგში ეს იყო პანიკა და ჩვენ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. უბრალოდ, ფაქტი იყო ის, რომ ვირუსი სწრაფად გავრცელდა და ფატალური შედეგები ჰქონდა. ის შედეგი რომ არ დამდგარიყო, რაც ახლა ხდება, ამიტომაც გადაწყდა ჩაკეტვა. სავარაუდოდ, მაშინ  ეს ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ჩვენ დავუშვით იყო ის, რომ ჩავკეტეთ და არც კი გვიფიქრია, როგორ უნდა გაგვეხსნა. ჩვენ ხომ საზღვრები არ გაგვიხსნია, ანუ არც კი ვიფიქრეთ, როგორ უნდა დაგვეწყო ტურიზმის აყვავება. ეს არის პრობლემა. თითქმის ყველა ქვეყანამ  სარეზერვო თანხების გამოყენება დაიწყო და დაიწყო გეგმის შემუშავება, როგორ ამოეღო ეს თანხები უკან, ჩვენ კი ყოველგვარი გრძელვადიანი ხედვის გარეშე ვმოქმედებდით. შესაბამისად 2021 წლის სეზონი გაურკვეველი იქნება.

_ სახელმწიფო თუ ითვალისწინებს კრიზისის პერიოდში სპეციალისტების აზრს, თქვენ თუ მონაწილეობდით ანტიკრიზისული გეგმის შედგენაში?

_ როგორც წესი, ჩვენი ორგანიზაცია, ეკოტურიზმის საბჭო, ყოველთვის იყო ჩართული სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტილების მიღებაში, თუმცა ამ კრიზისულ პერიოდში, ჩვენ არ გვქონდა გრძელვადიანი დიალოგი სახელმწიფოსთან ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ტურიზმის კუთხით და არ ვაკეთებდით წინასწარ გათვლებს სახელმწიფოსთან ერთად. ჩართული არ ვიყავითო, ასე ვერ ვიტყვი, იყო რაღაც შეხვედრები, საუბრის დონეზე, ხან მინისტრთან, ხან ბიზნეს ომბუდსმენთან, მაგრამ  ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც შედეგს მოიტანს. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი გეგმა, როდესაც ვმუშაობთ კონკრეტულ შედეგებამდე მისასვლელად.

_ ფაქტია, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე მძიმდება. როგორ ხედავთ მომავალს, თქვენი აზრით, რა დრო და რა ღონისძიებები დაგვჭირდება ძალების აღსადგენად?

_ ძალიან რთულია, ვთქვა, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო, რთულია ანალიზი ვინ, რამდენით და როგორ დაზიანდა. მე პირადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, პანდემიის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც ყარაბაღის კონფლიქტის, იმიტომ რომ პანდემია არის მთელი მსოფლიოს პრობლემა, ხოლო ყარაბაღის კონფლიქტი არის ლოკალური, არასტაბილური რეგიონი კი გრძელვადიანი პრობლემაა.

თვითონ პანდემიასთან მიმართებაში, ალბათ, სადღაც ერთ წელიწადში ვისწავლით მართვას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ დაგვავიწყდება, კრიზისის პერიოდში როგორ ვაკეთოთ ტურიზმი, როგორ განვავითაროთ და რა მიმართულება მივცეთ. ფაქტია, რომ ისეთ რეგიონებს, როგორიცაა გურია, ასეთი ტიპის ტურიზმი, რომელიც ახლა ვითარდება, ძალიან მომგებიან პოზიციაში აყენებს, ცხადია, ვგულისხმობ სოფლის ტურიზმს, ეკოტურიზმს და არა ზღვას და ბახმაროს.

კოვიდმა რეალურად გვაჩვენა ჩვენი პრობლემები, რომლებიც მომავალში უფრო დაგვაზიანებს თუ ახლა არ გავაანალიზებთ. კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. პანდემიამ შეაჩერა ერთ ეტაპზე საქართველოში ტურიზმის სწრაფი განვითარება, ამ განვითარების გაჩერებისას კი ნათლად გამოჩნდა პრობლემები. მაგალითად, არ ვიცავთ არანაირ წესებს, ჰიგიენის კუთხით მძიმე მდგომარეობაა. და, კიდევ უნდა დავუბრუნდე გომის მთას – გომის მთაზე რაც ხდება, ეს პროცესი გურიისთვის ყველაზე მიმზიდველ პუნქტს აზიანებს. რაც ლამაზია და კარგია, მახინჯდება რაღაც გაურკვევლად განთავსებული ობიექტებით და ქოხებით, რომლებიც არაა ორგანული იმ ლანდშაფტისთვის და ამახინჯებს გომის მთის სილამაზეს, სწორედ იმას, რისთვისაც აქ დამთვალიერებელი ადის. ახლა სწორედ გვაქვს ამისთვის დრო, ვისწავლოთ და გადავაფასოთ.  ამის შანსი მოგვეცა.

რაც შეეხება ძალების აღდგენას, ეს არც ისე მარტივი იქნება ჩვენთვის, 2021 წლის ანტიკრიზისულ გეგმაზე ახლა უნდა გვემუშავა, რაც არ გაგვიკეთებია.

რა გეგმა აქვს ხელისუფლებას მომავალი წლისთვის და რას აპირებს ტურიზმის სფეროს მხარდასაჭერად, ამ შეკითხვაზე პასუხი, არაერთი მცდელობის მიუხედავად, „გური ანიუსმა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, საქართველოს ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2024 წელს დაუბრუნდება. ორგანიზაცია 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერს, რომ 2020 წელს მოსალოდნელია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 5%-იანი კლება, 2021 წელს კი 4.3%-იანი ზრდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6 თებერვალი, 2026

"ვეღარ გაუძლო გულმა" _ ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გარდაიცვალა

ყველა სიახლე

საზოგადოება

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

22:08; 6.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

21:43; 6.02.2026
სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

21:28; 6.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ზვავსაშიშროება – სინოპტიკოსები მოსახლოებას აფრთხილებენ

21:20; 6.02.2026
საზოგადოება

ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედს” ტოვებს

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

21:16; 6.02.2026
საზოგადოება

“ღმერთო, რა შემზარავი ამბავია”

21:13; 6.02.2026
საზოგადოება

ვის მიეცემა 5 წლის ასაკში სკოლაში შესვლის ნებართვა

16:24; 6.02.2026
საზოგადოება

კვერცხის ფასი მცირდება – მწარმოებელთა განცხადება პრემიერის ინიციატივის შემდეგ

14:54; 6.02.2026
პოლიტიკა

კახა კალაძე – კატასტროფა ხდება! ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, რებრენდინგი სჭირდება!

14:45; 6.02.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი – ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

14:27; 6.02.2026
ფინანსები

“პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს 5%-ით ვამცირებთ” – მწარმოებელთა განცხადება

12:51; 6.02.2026
სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

11:05; 6.02.2026
სამართალი

შსს – “პოლიციაში თავად გამოცხადდა და დანაშაული აღიარა”

10:58; 6.02.2026
სამართალი

“მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა…” _ სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

10:17; 6.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო