გურიაში, კონკრეტულად, ოზურგეთში მყოფმა ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხდა ყველა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“რეგიონებში ვხვდებით სახელმწიფო რწმუნებულებს, მერებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს და მედიცინის მუშაკებს. ასევე, ვსტუმრობთ ასაცრელ პუნქტებს. ოზურგეთში კლინიკა “მედალფას“ ვესტუმრეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი მშვიდ და კარგ გარემოში მოხდეს ვაქცინის გაკეთება. ჩართულია ორი ბრიგადა, რომლებიც ემსახურებიან ხალხს, რომ გაიკეთონ ვაქცინა. შემდეგ ვიყავით ადგილობრივი საზოგადოებრივ ცენტრში. კარგი შენობა აქვთ. ეს შენობა ქირით აქვთ, მაგრამ მსგავსი სიტუაცია მინდა ვნახო ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
პანდემიის დროს ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების არსებობა. თითქმის მთელმა ამ პანდემიამ მათ მხრებზე გადაიარა და ძალიან აქტიურად მუშაობენ ისინი.“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.