მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანში აშშ იქცეს COVID-19-ის გლობალური პანდემიის ეპიცენტრად.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარგარეტ ჰარისის განმარტებით, აშშ-ში მოხდა დიდი ეპიდაფეთქება, რომელიც ძლიერდება. მისი ინფორმაციით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 85% მოდის ამერიკასა და ევროპაზე და მათგან 40% შეერთებულ შტატებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, აშშ-ში ტესტირების მასშტაბის გაზრდა ხელს შეუწყობს დააავადების ზრდის ტემპის შეჩერებას.