ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი კოვიდ 19-ის პანდემიის პერიოდში მცირე ბიზნესისა და უმუშევარი მუშაკების დასახმარებლად გამოყოფილი თანხების მოპარვას 300-ზე მეტ ადამიანს ედავება.
გავრცელებული ინფორმაციით,იუსტიციის დეპარტამენტის ახალი მონაცემებით, 300-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს COVID-19 დახმარების თაღლითური გზით მიღებაში.
როგორც დეპარტამენტში ამბობენ, 60-ზე მეტ ბრალდებულს აქვს კავშირი კრიმინალურ ორგანიზაციებთან და პროკურორების განცხადებით, უმუშევრებისთვის მოპარული დახმარების თანხები იარაღის და ნარკოტიკების შესაძენად, ასევე ადამიანის მოკვლისთვის დახარჯეს.
”830 მილიონ დოლარზე მეტი თანხის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებულია 300-ზე მეტი ადამიანი. უნდა გახდეს მკაფიო გზავნილი: COVID-19-ით გამოწვეული საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა შეიძლება დასრულდეს, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობას, დამნაშავეების იდენტიფიცირებისა და გასამართლებისთვის,”– თქვა გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა.