ოზურგეთში კოვიდინფიცირების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებელ ციფრებზეა ასული.
“ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მეხუთე ტალღის დასაწყისია და საკმაოდ მაღალი მაჩვვენებლით დაიწყო”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ეპიდემიოლოგი აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევები მასწავლებლებსა და მოსწავლეებში ფიქსირდება.
“ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირებულია როგორც პედაგოგებში, ასევე მოსწავლეებში. რამდენიმე სკოლა და ბაღი გადაყვანილი გვყავს დისტანციური სწავლების რეჟიმზე ჰიბრიდული წესით. ნაწილი გადაყვანილია სრულად დისტანციურ სწავლებაზე. სოფლების მიხედვით, ყველაზე მეტი დადებითი შემთხვევა გურიანთაში დაფიქსირდა,სადაც სკოლა და ბაღი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავიყვანეთ”,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 7965 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7154 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 733 შემთხვევა.
[sexy_author_bio]