ევროპა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის წინაშე დგას. ამის ფონზე ქვეყნებში საყოველთაო შეზღუდვები ბრუნდება.
როგორც BBC იუწყება, ევროპის ორმა ქვეყანამ შეზღუდვების გარკვეული ფორმა აღადგინა, რადგან კონტინეტზე კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იზრდება.
პარასკევიდან საფრანგეთში ხალხს მხოლოდ ძირითადი სამუშაო ან სამედიცინო მიზეზების გამო შეეძლებათ გასვლა.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება “მეორე ტალღისგან რაც პირველზე რთული იქნება”.
ოთხშაბათს სატელევიზიო მიმართვაში, ბატონმა მაკრონმა თქვა, რომ ახალი წესების თანახმად, ხალხმა უნდა შეავსოს ფორმა, რომ გაამართლოს საკუთარი სახლიდან გასვლა, როგორც ეს საჭირო იყო მარტში დაწესებული შეზღუდვების დროს. აკრძალულია სოციალური შეკრებები.
მაგრამ მან განმარტა, რომ საჯარო სამსახურები და ქარხნები დარჩება ღია და დასძინა, რომ ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს ან ჩამოიშალოს.
ამასობაში, გერმანია აწესებს “რბილ” ეროვნულ დაბლოკვას.
ნაწილობრივი დაბლოკვა ახლა გერმანიაში დაიწყება 2 ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრამდე.
ბარები და რესტორნები დაიხურება, სკოლები და საბავშვო ბაღები ღია დარჩება. სოციალური კონტაქტები შემოიფარგლება მხოლოდ ორი კომლით, მაქსიმუმ 10 ადამიანი და ტურიზმი შეჩერდება.
მერკელმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას ახლავე უნდა ემოქმედა და კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისკენ.