„მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, დღეის მდგომარეობით სრულად ვმართავთ სიტუაციას და პანიკის საფუძველი არ არსებობს,_ ამის შესახებ განცხადება პრემიერმა გააკეთა.
გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა დაიცვან წესები.
„ჩვენ ყველას გვესმის რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი დისკომფორტი შეიქმნა. მოქალაქეების პირადი პასუხისმგებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმეტია ვიდრე ჯარიმა“,_ განაცხადა გახარიამ.