პანკისის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ ისევ დაპირისპირება მოხდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსა და ადგილობრივებს შორის.
ადგილობრივები და სპეცრაზმის წევრები ერთმანეთს ქვებს, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს ესროდნენ.
დაშავებულები არიან როგორც სპეცრაზმის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივები მოსახლეობა. ადგილობრივები პანკისის ხეობაში ჰესებს მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი აგრესია ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოჩენამ გამოიწვია.
„4 ტყვია მაქვს მიღებული. რეზინის ტყვია რომ წამოვა, ქვები კი არა.. ჯერ თქვენები დაადანაშაულეთ, ქვები წამოვა საკლავად, ტყვიას, რომ მესვრი და გაზს, ფილტვებს რომ გვინადგურებენ. ქვები კი არა სხვა რამეც წამოვა, თუ საჭირო იქნება. ჯარის შემოყვანა რათ უნდოდა, ჯარის შემოყვანა თუ არის, მე დავუდგები წინ და ცხინვალი და აფხაზეთი ძაან კარგად ვიცი, გამომყვნენ. წავიდნენ ესენი მშვიდად,“ _ ამბობს ერთ-ერთი დაშავებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.