პანკისის ხეობაში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც მოსახლეობა ხადორი-3 ჰესის მშენებლობის გაგრძელებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
პანკისელების ინფორმაციით, 3 მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია. ასევე, ხეობაში გამოჩნდა სპეციალური დანიშნულების საპოლიციო ტექნიკა.
ადგილობრივები აცხადებენ რომ ისისი დაშლას არ აპირებენ. ამ დრომდე პანკიში ხელიუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა.
ადგილზე მხოლოდ შს მინიტის პირველი მოადგილე გიორგი საბანაძე იმყოფება. ადგილობრივების განცხადებით ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
დღეს პანკისის ხეობაში კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის სამშენებლო სამუშაოებს იწყებენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.
ჰესის მშენებლობა 12 თვეში დასრულდება. ჰესის წლიური გამომუშავება 27,5 მილიონი კლვტ/სთ-ია. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება ჰესების მშენებლობას და არ აძლევენ კომპანის სამუშაოების დაწყების უფლებას. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი.