ამ წუთებში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა პანკისის ხეობაში.
როგორც ადგილობრივები “გურია ნიუსს” უყვებიან, ხეობაში უკონტროლო სიტუაციაა.
რამდენიმე წუთის წინ სამართალდაცავებს ისევ მოუწიათ ცრემლსადენი გაზის გაშვება.
აქციის მონაწილეები ისევ ესვრიან ქვებს სამართალდამცავებს.
როგორც პანკისელები გვუბნებიან, არიან დაშავებულები, როგორც სამართალდამცავების, ასევე აქციის მონაწილეების მხრიდან.
მათივე თქმით, ხეობაში ახლა დამატებითი სპეცტექნიკა შეყავთ.