საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,ოპოზიცია არის ანტიეროვნული დაჯგუფება და ოქტომბერში, არჩევნებში მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს “ქართულ ოცნებას” და ანტიეროვნულ ოპოზიციას შორის.
„აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ გაერთიანდება. საერთო ჯამში, არის რაღაც პოზიციური გადაჯგუფებები. სინამდვილეში ეს არის ერთი ჯგუფი, ანტიქართული ფრონტი, რომელიც უკვე დიდი ხანია ნელ-ნელა იშლება. დღეს ამას დაემატა ანტიეკლესიური ტონები და საბოლოო ჯამში ვინ რომელ ფლანგზე იქნება, რამდენ ჯგუფად გამოვლენ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ერთი პოზიცია და ერთი ფილოსოფია, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს, ქართულ სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ ეკლესიას, თარიღებს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციებთან, სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ დემოკრატიასთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.