“ოცნების” ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“18.02.2021 – ლიეტუვის ელჩი, მისივე თქმით, სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, სადაც, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, გამაგრებული იყო ნიკა მელია, რომელმაც გირაოს გადახდაზე უარი თქვა, რის გამოც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დღიდან გავა 3 წელი და სტრასბურგი იტყვის რომ წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, ხოლო ლიეტუვის ელჩი ან არაკომპეტენტური, ან ექსტრემისტი პოლიტიკოსის წამხალისებელი.
ერთია ოღონდ, ისევე როგორც მელიას შემთხვევაში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე, ლიეტუვის ხელისუფლება გააგრძელებს საქართველოს რეპუტაციის დაზიანებას, ხოლო სტრასბურგი რომ უსაფუძვლო თავდასხმაში ამხელს, ბოდიშსაც არ მოიხდის”,_ წერს შალვა პაპუაშვილი.



































































