ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოვუწოდებთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ჩამოვიდნენ, რაც შეიძლება ბევრი იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი, რომ ყველამ დაინახოს ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. გვინდა ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის ბედზე, მის მოწყობაზე, მის ინსტიტუტებზე გადაწყვეტილებას იღებდეს ქართველი ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან?”_ განაცხადა პაპუაშვილმა.