ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს, შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.
„ხელისუფლება „მოღალატეა”, „რუსის სტავლენიკი”, „სიმსივნე” – ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.
შეფასებისგან დღეს თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე“, – წერს პაპუაშვილი.

































































