მიხეილ ყაველაშვილს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილი უწოდა. ვიდეოს სოციალურ ქსელში ფორმულა ავრცელებს.
„მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხზე“ – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ გაეროს ტრიბუნიდან ყაველაშვილმა რუსეთი ოკუპანტ სახელმწიფოდ არ მოიხსენია.
ყაველაშვილის ნაცვლად სააკაშვილი თქვა ცოტა ხნის წინ მედიასთან შალვა პაპუაშვილმაც.
































































