ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (-70 კგ) პარალიმპიური თამაშების ფინალშია.
ქალდანმა ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მექსიკელ ლენია რუვალკაბა ალვარესს იპონით სძლია. ნახევარფინალში ინას მეტოქე პარალიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი კაძუსა ოგავა იყო, რომელიც ქალდანმა ასევე იპონით დაამარცხა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ინა ქალდანი ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან იჭიდავებს.