ყველაზე “ნიჭიერი” ამ სფეროში, რაღა თქმა უნდა, მერწყულია. ზოგადად ასტროლოგიასაც “მერწყულის პროფესიას” უწოდებენ თავად ასტროლოგები. ნებისმიერ მერწყულს გააჩნია კარგი ინტუიცია. თუმცა, თუ იგი მას სწორად განავითარებს მისგან შეიძლება შესანიშნავი “მაგი-ექსპერიმენტატორი”დადგეს. მერწყულს შეუძლია თავად გამოიგონოს და პრაქტიკაში დანერგოს მკითხაობის და მომავლის ხედვის ახალი მეთოდები. მას აქვს ასევე უნარი საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. რაც არის კიდეც თავად მერწყულის სიმბოლოს ზუსტი იდენტიფიკაცია. იგი ხომ კაცობრიობას “არწყულებს” – ცოდნას უზიარებს.
მერწყულის ნიჭი გაქრება ან შესუსტდება, თუკი იგი ადამიანების გადარჩევას დაიწყებს. მან ცოდნა ყველას უნდა გაუზიაროს!
ეზოთერული ნიჭით მეორე ადგილზე თევზები დგანან. ზოგადად, თევზები უნიკალური ნიშანია, იმიტომ რომ, იგი თავის თავში აერთიანებს ზოდიაქოს დანარჩენი 11 ნიშნის თვისებების მთელ სპექტრს. ამასთან ერთად მას გააჩნია ღრმა სულიერი სამყარო, ძლიერი ფსიქოლოგიური ველი და გარდასახვის ნიჭი. თევზებისგან საუკეთესო მედიუმები და წინასწარმეტყველები დგებიან. თუმცა, მაგიის მიმდევართა შორის მათ იშვიათად ვხვდებით.
მესამე ადგილი მორიელს ერგო. მორიელების უმრავლესობას დაბადებიდან მაგნიტივით იზიდავს ყოველივე ამოუცნობი და იდუმალი. თუმცა, ტიპური მორიელი მარტოოდენ უწყინარი მკითხაობით არასოდეს დაკმაყოფილდება. ამიტომაც ვხვდებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის უძლიერეს მაგებს და ექსტრასენსებს. მორიელს კარგად ეხერხება ე.წ. “დაცვითი რიტუალების” შესრულება, – სახლის, ოჯახური კერის, ურთიერთობების დაცვა.
ავტორი