“ოსკარი 2020“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ოსკარის ისტორიაში პირველად წლის საუკეთესო ფილმად უცხოენოვანი კინოსურათი, სამხრეთ კორეული ფილმი, “პარაზიტი” გახდა.
ფილმ “პარაზიტმა“ ამის გარდა, კიდევ სამ ნომინაციაში: საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, საუკეთესო სცენარი და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციებში გაიმარჯვა.
ფილმში კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთ-ერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. შეეცდებიან რა მათი ცხოვრებისეული პრობლემები მოაგვარონ, თავად მოულოდნელად აღმოჩნდებიან უცნაურ ინციდენტში
ფილმი გვიამბობს ოჯახზე, რომელიც სარდაფში ცხოვრობს და არსებობს პიცის გადასატანი ყუთების შეგროვების ხარჯზე. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა უფროსი ვაჟი ინგლისური ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას ძალიან მდიდარი ბიზნესმენის ოჯახში, მეგობრის რეკომენდაციით და ყალბი დიპლომით. აქ მოაფიქრდება მას გეგმა, რომელმაც მშობლები და თავისი უმცროსი და საშინელი სიღარიბისგან უნდა იხსნას.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში “პარიზიტის“ კონკურენტები იყო “ერთხელ ჰოლივუდში“, “ჯოკერი“, “1917“ და სხვა ფილმები. უცხოური ფილმების ნომინაციაში მისი ერთ-ერთი კონკურენტი იყო პედრო ალმადოვარი და მისი ბოლო ნამუშევარი “ტკივილი და დიდება.“