ფარერის კუნძულებზე კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ქვეყანამ შეძლო იმის მიღწევა, რაც ძალიან მცირე ქვეყნებმა გააკეთეს.
„ეს შესაძლებელი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა, ოჯახებმა და ორგანიზაციებმა შეცვალეს მათი ყოველდღიური ცხოვრება და გამოიჩინეს პასუხისმგებლობა ამ რთულ სიტუაციაში. ჩვენი საზოგადოება უნდა ამაყობდეს ამ მიღწევით“, – განაცხადა ბარდურ ა სტეიგ ნილსენმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსი მოღალატე მტერია და ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი ადვილად გავრცელდეს ახალი ტალღა.
„თუ გვსურს პოზიტიური მდგომარეობის შენარჩუნება სიფრთხილის ზომები უნდა გავაგრძელოთ და პატივი ვცეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებს,”_ ამბობს პრემიერი.
ფარერის კუნძულებზე კორონავირუსი სულ 187 ადამიანს დაუდასტურდა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა, ბოლო ინფიცირებულმა კი საავადმყოფო 8 მაისს დატოვა. ქვეყანაში კორონავირუსზე 8403 ტესტი ჩატარდა.